In My Place — პირველი სინგლი ინგლისური როკ ჯგუფის Coldplay-ს მეორე ალბომიდან A Rush of Blood to the Head. ის ჯგუფის მესამე სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში შევიდა, სადაც პიკის დროს #2 ადგილზე მოექცა. მას ახალბედა დარიუს დანეშის „Colourblind“-მა გაუსწრო. რეგიონული სინგლები გამოვიდა ბრიტანეთი-ში, ევროპაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, კანადაში, და ავსტრალიაში. პრომო სინგლები გამოვიდა ბრიტანეთი-ში, აშშ-ში, საფრანგეთში და იაპონიაში. სინგლის გარეკანზე ბენდის გიტარისტი, ჯონი ბაკლენდია გამოსახული.